ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

დახვეწილი, მყუდრო, გამაჯანსაღებელი, საოჯახო დასვენება

სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa პირველი ქართული ხუთ ვარსკვლავიანი საკურორტო ბრენდია, რომელიც საქართველოში, სტუმართმასპინძლობის ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სასტუმროს გააჩნია უნიკალური მიკროკლიმატი, ბუნებრივი ლანდშაფტი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო. საქვეყნოდ ცნობილი სანატორიუმ „საქართველოს“ ადგილზე აშენებული ეს სასტუმრო ინარჩუნებს როგორც დასასვენებელი, საკურორტო სასტუმროს სახელს, ქალაქის ჰავა სამედიცინო კუთხით არა ერთი დაავადებისთვის არის სასარგებლო, კონკრეტულად გულ-სისხლძაღვთა, რესპირატორული და ნერვული სისტემებისათვის. უნიკალური ქვიშიანი სანაპირო ზოლის საოცარი ხედები გამოირჩევა მწვანე საფარის ფართო სპექტრით, მათ შორის ენდემური ფიჭვის ხეებით, ევკალიპტებით, ბამბუკისა და სიმწვანის მრავალფეროვნებით.

დასვენება, ფიტნესი, სპორტული აქტივობები და გართობა იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa გთავაზობთ. მთავარი უპირატესობა, რომლითაც სასტუმრო გამოირჩევა არის ოჯახური სულისკვეთება და სტუმრებისადმი მეგობრული განწყობა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

ქობულეთის სარკინიგზო სადგური მდებარეობს სასტუმროდან 10 წუთის სავალზე, ბათუმიდან 25 კილომეტრში. თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ტაქსი ბათუმიდან, რაც დაახლოებით 50 ლარს შეადგენს, ან გამოიყენით მინი ავტობუსი სულ რაღაც 2.50 ლარად. ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ოთახის ჯავშანთან ერთად ასევე დაჯავშნოთ სასტუმროში ტრანსპორტირების მომსახურება თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.