ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

დახვეწილი, მყუდრო, გამაჯანსაღებელი, საოჯახო დასვენება


Georgia Palace Hotel & SPA ქობულეთი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დამსვენებლებისათვის კომფორტის შექმნაზე მაღალი ხარისხის მომსახურების მეშვეობით. ეს ის ადგილია, სადაც მზარეული სტუმრებს დახვეწილ და ჯანსაღ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც ქართული და ევროპული სამზარეულოების ბრწყინვალე ნარევი ჰარმონიულადაა შერწყმული. ბარების მრავალფეროვნება და ორი დიდი რესტორანი სტუმრების საუკეთესო არჩევანია სრულფასოვანი დასვენების მიღებისათვის.

ჩვენს ბარებსა და რესტორნებში წარმოდგენილი არჩევანი ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს. აქ ხელმისაწვდომია შვედური მაგიდის მომსახურება საუზმისათვის, ისიამოვნეთ ლანჩითა და ვახშმით - შვედური მაგიდის კერძების მრავალფეროვანი არჩევანით თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის. დღის ბოლოს კი ისიამოვნეთ საფირმო კოქტეილით ან ლუდით Lobby Lounge -ში. 

ჩვენი შეფმზარეულის  უგემრიელესი კერძები მზადდება საგანგებოდ შერჩეული ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისაგან.

ჯანსაღი საკვები ჩვენი არჩევანია!

დაგვიკავშირდით