ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

დახვეწილი, მყუდრო, გამაჯანსაღებელი, საოჯახო დასვენება

ROOF GARDEN La Terazza ბარი და რესტორანი ღია  ტერასით მდებარეობს სასტუმროს მე –6 სართულზე, რომელიც  სტუმრებს მასპინძლობს მაღალი სეზონის განმავლობაში. რესტორანი ნამდვილად მიმზიდველია თავისი მყუდრო და კომფორტული გარემოთი. შესანიშნავი ტრადიციული კერძები, მაღალი დონის სერვისი, შთამბეჭდავი ბარი და მარანი, რომელიც მოიცავს ღვინოებს საქართველოდან და ევროპიდან, ბრენდირებული ღვინის სპეციალური კუთხე ქმნის ღირსშესანიშნავ, დაუვიწყარ დასვენებას და კულინარიულ მოგზაურობას.

ღია ტერასა გადაჰყურებს შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროს და მარადმწვანე ნაძვნარის  ხეივანი ქმნის განსაცვიფრებელ პანორამულ ხედს. ზაფხული განსაკუთრებული დროა თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით, როდესაც შავი ზღვა და მთის ჰაერი მტკიცედ აერთიანებს ერთმანეთს, ულამაზესი მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა საუკეთესო საშუალებაა  რომ დაიწყოთ და დასრულოთ  თქვენი დღე სასიამოვნოდ.

 გიყვართ კლასიკური კოქტეილები?  ქართული და ევროპული  ღვინოების ნაირფეროვნება? ან თუნდაც აზიური სამზარეულო, ეწვიეთ Roof Garden A'la Carte რესტორანს და ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძებითა და მომსახურებით. (სეზონური) 

სამუშაო საათები

19.30 სთ-23.30 სთ

Roof Garden-ის  მენიუ