ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

დახვეწილი, მყუდრო, გამაჯანსაღებელი, საოჯახო დასვენება


ულამაზესი ინტერიერი, სიმყუდროვე და კომფორტი. ოთახები, რომლებიც გადაჰყურებენ ულამაზეს ბაღსა და მთებს, შავი ზღვის სანაპიროს. ოთახები, სადაც მდიდრული საწოლი, ნატურალური ხის ავეჯი, განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე ინტერიერი, ფართო აბაზანა, ნაირფეროვანი მინი ბარის მენიუ და დიდი, პლაზმური ტელევიზორი ნამდვილად გაძლევთ შანსს ისიამოვნოთ თქვენი სტუმრობით ჩვენთან!

პრემიუმ ტიპის ოთახი ზღვის ხედით, კომფორტი და ფუფუნება ერთ სივრცეში!

დელუქსის ტიპის ოთახი ფუფუნებასა და სიმშვიდეს აბალანსებს. ორ ოთახიანი ლუქსის ინტერიერი კლასიკური დიზაინის ნაზავია თანამედროვე ელემენტებით, ოთახის ფანჯრებიდან მოჩანს ულამაზესი ბაღის ხედი, საცურაო აუზი და შავი ზღვის სანაპირო. ეს ოთახები გამორჩეულია ფართო სივრცით, კომფორტული საწოლითა და აბაზანით.

აისრულეთ ოცნება, იმოგზაურეთ და დაისვენეთ ჩვენთან

სასიამოვნო და ხალისიანი, თბილი პასტელის ფერები და ელეგანტური იერი, ოთახი ბაღისა და ზღვის ხედით უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ დასვენებას. ოთახების ეს ტიპი განკუთვნილია მათთვის ვინც შავი ზღის სილამაზისა და ზღვის ჰაერის მოყვარულია. განსაკუთრებით ლამაზია მზის ამოსვლის პროცესი, შავი ზღვის ჰაერი და მზის სხივები ერთიანად შემოანათებს თქვენს ფართო ფანჯარაში.

ოთახი ზღვისა და აუზის ხედით ორმაგი სილამაზით გამოირჩევა. აქ აივნიდან ლამაზად მოსჩანს სასტუმროს შუა ეზოში განთავსებული დიდი აუზი ზღვის ფერებში. შავი ზღვისა და აუზის ფერები კი ჰარმონიულ ფერთა გამას შეგიქმნით.

ულამაზესი დე ლუქს ოთახები

დე ლუქს ოთახები თავიანთი სახელწოდებიდან გამომდინარე პატარა მდიდრული ლუქსებია, რომლებიც უფრო ფართოა და განსაკუთრებული თქვენი საოჯახო დასვენებისთვის. აქ განთავსებული მდიდრული საწოლი, პატარა მოსასვენებელი ტახტი, განსაკუთრებული საშხაპე ნამდვილად ის გარემოა სადაც თავისუფლად შეძლებთ განტვირთვას ყოველდღიური დაღლილობისგან და აღიდგენთ ძალებს. ოთახებში არსებული უკაბელო, ინდივიდუალური ინტერნეტით გაქვთ საშუალება არ გამოტოვოთ არცერთი თქვენი საყვარელი შოუ თუ გასართობი პროგრამა.

ეწვიეთ ჩვენს გამორჩეულ ლუქსებს და შეიგრძენით ნამდვილი სიმსუბუქე მდიდრული ინტერიერის ფონზე. განსაკუთრებული დეკორი, მდიდრული ავეჯი, ყველაფერი შექმნილი ყველა გემოვნების სტუმრისთვის.

იგრძენით თავი გამორჩეულად ჩვენთან!

ჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: +995 322 24 24 00, მიიღეთ ინფორმაცია მიმდინარე შეთაბაზებებსა და სიახლეებზე.