ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

დახვეწილი, მყუდრო, გამაჯანსაღებელი, საოჯახო დასვენება

ეწვიეთ ჩვენს საუკეთესო გამაჯანსაღებელ ცენტრს 

თავი დააღწიეთ რთული ცხოვრების რეჟიმს და ეწვიეთ ადგილს, სადაც ერთიანად შეძლებთ სხეულისა და გონების ჰარმონიულ განტვირთვას. სასტუმრო ჯორჯია პალასის გამაჯანსაღებელ ცენტრში ჯანსაღი ცხოვრების წესით დატვირთვა, ხანგრძლივი ჯანმრთელობის შენარჩუნება მთავარი მიმართულებაა. ეწვევით რა ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრს თქვენ თავად დარწმუნდებით თუ რა მომხიბვლელია ზრუნვა საკუთარ თავზე.

ისიამოვნეთ სპა ცენტრის გამაჯანსაღებელი პროცედურებით

სილამაზე და ჯანსაღი იერი ჩვენი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მთავარი ლოზუნგია. ჩვენი გამოცდილი თერაპევტები შეისწავლიან რა თქვენს ჩივილბსა და სხვადასხვა სწრაფვას სილამაზისა და ჯანმრთელობისკენ, სპეცილაურად და ინდივიდუალურად შეგიდგენენ თითოეულ პროცედურას და ინდივიდულაურად დააკვირდებიან მკურნალობის პროცესებს. ჩვენ გთავაზობთ: ჰიდროკოლონოთერაპია, ენდერმოლოგია, სარელაქსაციო და სამკურნალო მასაჟები, არომათერაპია, ინფრა წითელი საუნა,  ჯაკუზი, სოლარიუმი. 

 პროგრამა - წონის კლება

 ჩვენი სხეული  გამუდმებით საჭიროებს ჩვნს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ვისწავლეთ ჩვენ მასთან საუბარი, რათა გავარკვიოთ და გამოვავლინოთ თუ რა სჭირდება მას.

ჩამოსვლისთანავე კონსულტაციას გაივლით თქვენს პერსონალურ ექიმ დიეტოლოგთან, რათა შეიქმნას დიეტა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებს და ამავდროულად ინარჩუნებს ჩვენს უპირველეს პრიორიტეტს - თქვენს ჯანმრთელობას. ამის შემდგომ  შემუშავდება ისეთი პროგრამა, რომელიც უნაკლოდ შეეფერება თქვენი სხეულის განწმენდას, გაძლიერებას, განტვირთვასა და მისი სილამაზის მდგრადად შენარჩუნებას.

აღნიშნული პროგრამა თქვენს მიერ სასტუმროს დატოვების შემდგომაც გრძელდება, დიეტის შენარჩუნებით, რათა კიდევ უფრო გაზარდოთ შედეგები.

ჩვენ თქვენ ყველა საჭირო რესურსით გამარაგებთ, საჭირო და შესაბამის დროს. საუკეთესო ვარჯიშების, მკურნალობის და განტვირთვის ღრმა გამოცდილებებით, თქვენ დაუბრუნდებით გაუმჯობესებულ და ნამდვილ საკუთარ თავს - თქვენი სხეული გასხივოსნდება შინაგანი და გარეგანი სილამაზით.

აღნიშნული პროგრამით გათვალისიწნებული განთავსების პაკეტები განსხვავდება 3-დან 7-მდე და 14 დღემდე და ასევე მოიცავს წვდომას სპაზე, სასტუმროში ჩამოსვლამდელ დიეტაზე, პროგრამულ დიეტასა და ასევე წასვლის შემდგომ დიეტაზე, კოსმეტიკურ პროდუქტებზე, სამკურნალო საშუალებებზე და შესანიშნავ შედეგებზე.

ასაკთან ბრძოლის  პროგრამა

ყოველდღიურად ხშირი ყავის სმა, მოგზაურობა, ხანგრძლივი სამუშაო საათები და ქალაქური ცხოვრების სტილი უარყოფითად აისახება ჩვენს კანზე და შესაბამისად ჩვენს ჯანმრთელობაზე.

საჭიროა დაუთმოთ გარკვეული დრო თქვენი კანის საფარის გაწმენდასა და გაჯანსაღებას.

ვინაიდან უფრო სუფთა, მეტად დატენიანებული და გლუვი კანი უფრო მეტ ხანს შეინარჩუნებს სილამაზესა და სიძლიერეს და უფრო თავლისმომჭრელადაც იბრწყინებს.

ჩვენ გთავაზობთ განთავსების სპეციალურ  3, 7 და 14 დღიან პაკეტებს, რომლებიც ასევე მოიცავს განთავსებას, ანტი ოქსიდანტურ დიეტას და სილამაზის შენარჩუნების სრულ პროგრამას.

ჩამოსვლისთანავე ჩაეწერებითთ შეხვედრაზე ჩვენს კოსმეტოლოგთნ  პროგრამაზე, რათა განვსაზღვროთ თქვენი კანისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი სამკურნალო საშუალებები.

შედეგები შესამჩნევია!


ჰიდროკოლონოთერაპია 

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი გთავაზობთ უფასო კონსულტაციას სპა ცენტრში და გთავაზობთ როგორც პროფილაქტიკურ ასევე სამკურნალო, პაკეტური ხასიათის კურსს. პროცედურის რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა ჩივილები აწუხებს პაციენტს.

ჰიდროკოლონოთერაპია ტარდება სპეციალიზირებულ, კომფორტულ კაბინეტში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც თავის მხრივ პროცედურას მაქსიმალურად ეფექტურსა და უმტკივნეულოს ხდის.