მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ბათუმიდან 40 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. მტირალას ეროვნულ პარკში 2 გაკვალული და კომფორტული ბილიკია. აღნიშნული ტერიტორია გვთავაზობს ლაშქრობის, ჯირითობის, ფრინველებზე დაკვირვებისა და სათავგადასავლო ტურებს. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ზიპ ლაინის ექსტრემალური და გასართობი მომსახურებით და ასევე შეუძლიათ ერთი ხიდან მეორე ხემდე გაჭიმულ 200 მეტრიან ბაწარზე გასრიალდნენ. მტირალას ეროვნულ პარკში თქვენ აღმოაჩენთ მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას, წიფლნარს და 15 მეტრი სიგრძის წაბლნარის ჩანჩქერს. ტურისტული სეზონი მტირალას ეროვნულ პარკში გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. საერთაშორისო აღიარება: კინტრიშის და კოლხეთის პარკები, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია. ამ სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის პრეცენდენტულია. ჩამონათვალში საქართველოს ოთხი ნაკრძალი მსოფლიოს 200-ზე მეტ უნიკალურ ძეგლს შორის იქნება.
„ციცინათელა“ ევროპული სტანდარტების მქონე გასართობი პარკია, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. "Tsitsinatela" ქართულად ციცინათელას ნიშნავს. პარკი მდებარეობს ქალაქ ქობულეთის მახლობლად.
პარკის ტერიტორიაზე შემდეგი დაწესებულებები ფუნქციონირებს: ეშმაკის ბორბალი, 40-მდე ატრაქციონი, გასართობი ოთახები, კარუსელები, სლოტ მანქანების ჰოლი, კარტინგისა და ბოულინგის კლუბი, ასევე პიცერია და ყავის მაღაზია (კაფე).
პარკი ღიაა 18:00 საათიდან დილის 03:00 საათამდე. ასევე ბათუმიდან პარკამდე ორგანიზებულია ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
პეტრას ციხე მდებარეობს ქობულეთის რაონის სოფელ ციხისძირში. იგი აშენდა ახ.წ. მე-6 საუკუნეში და იგი იკავებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოზიციას საქართველოს, ირანისა და სამხეთის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე. ეს ციხე ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მონუმენტია შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე.
პეტრას ციხე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ ციხედ მისი კლდისპირა მდებარეობის გამო. მისი სახელი წარმოშობილია ბერძნული სიტყვა „პეტრასგან“ რაც ნიშნავს კლდეს, ქვას.
ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ციხე წარმოადგენს „ქაჯეთის ციხეს“, რომელიც უკავშირდება გამოჩენილი ქართველი მწერლის შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანს“.
კინტრიშის დაცული ტერიტორია წარმოადგენს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს, აჭარაში, საქართველოში. მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში და დაარსდა 1959 წელს, რათა შეინარჩუნოს უნიკალური ფლორა და ფაუნა და ასევე ცნობილი კოლხური ტირიფები.
კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთის სისტემას შორის მდინარე კინტრიშის ხეობაში, საქართველოს აჭარის რეგიონში. იგი ძირითადად შედგება მთებისა და ხეობებისგან, სადაც გაშენებულია წიფლის, წაბლის, რცხილის, მუხისა და ვერცხლისფერი ნაძვის ტყეები.
ბათუმიდან დაახლოებით 28 კმ-ის მანძილზე, ეს დაცული ტერიტორია გადაჭიმულია 770 ჰექტარზე და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (ისპანი I) და ქობულეთის აღკვეთილს (ისპანი II). ისპანის ტორფნარი წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე RAMSAR კონვენციის ჩამონათვალში. ეს ადგილი წარმოადგენს ასევე მრავალი ფრინველის სახცოვრებელ ადგილს, რომლებიც ზამთარში სწორედ ამ ადგილას მოდიან (მიგრირდებიან).
ქობულეთის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში ქობულეთის მუზეუმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აქ გაეცნობით უძველესი კულტურის გადმონაშთებს, რეწვისა და ძერწვის ნიმუშებს. აჭარაში, კერძოდ ქობულეთში დასვენების სურვილის შემთხვევაში, მუზეუმი სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილებისგან განსხვავებით ცენტრში უნდა მოათავსოთ, რადგან აქ სტუმრობისას თქვენ ეცნობით ძველ ქობულეთს, ისტორიას და მის კულტურას.