თანხმობა შპს „ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა“-ს მიერ ჩემი პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს „ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა” (ს/ნ 447000584) (შემდგომში - კომპანია) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) დამუშავებას განახორციელებს მხოლოდ ჩემი თანხმობის შემთხვევაში. თანხმობა ჩემი ინფორმირებული, მკაფიო და თავისუფალი არჩევანია და არა ვალდებულება.
კომპანია, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) დამუშავებას განახორციელებს უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, სარეკლამო შეთავაზებების (ელექტრონული წერილების) ჩემ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადმოგზავნის ფორმით. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული ჩემი პერსონალური მონაცემი (ელექტრონული ფოსტის მისამართი) არ გადაეცემა მესამე პირებს.
პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე ჩემი თანხმობა გულისხმობს, რომ ელექტრონული წერილების საშუალებით მივიღებ კანონმდებლობით ნებადართულ კომპანიის სარეკლამო ხასიათის შეთავაზებებს/შეტყობინებებს, რაც მომცემს შესაძლებლობას მუდმივად თვალი ვადევნო კომპანიის სიახლეებსა და აქციებს.
კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავდება ჩემი მხოლოდ შემდეგი პერსონალური მონაცემი: ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჩემი პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მოხდება უვადოდ, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ უფლება მაქვს ნებისმიერ დროს გამოვიხმო წინამდებარე თანხმობა მარტივად და უსასყიდლოდ, იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, კერძოდ, ელექტრონული წერილის ტექსტის “არ მსურს მივიღო სარეკლამო შეტყობინებები” ან მსგავსი შინაარსის გამომხატველი სხვა ტექსტის გაგზავნით ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@gph.ge ან მიღებულ შეტყობინებაზე თანდართული “გამოწერის გაუქმება“ (“Unsubscribe”) ფუნქციის გამოყენებით.
თანხმობის გამოხმობიდან გონივრულ (მაგრამ, არაუმეტეს 7 სამუშაო დღის) ვადაში, შეწყდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) დამუშავება და შესაბამისად, აღარ მივიღებ კომპანიის სარეკლამო შეთავაზებებს/შეტყობინებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვებგვერდის შესაბამის ველში ჩემი პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) შეყვანით/გაგზავნით, თანხმობას ვაძლევ კომპანიას ჩემ მიერ მითითებული ჩემი პერსონალური მონაცემის (ელექტრონული ფოსტის მისამართის) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე.
ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად ვიყენებთ "მზა-ჩანაწერებს" (COOKIES), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ COOKIE პოლიტიკა.