ამოქმედების თარიღი: 16.06.2025წ.
მიგვაჩნია, რომ ვებსაიტის https://gph.ge ადმინისტრაცია ვალდებულია შეინარჩუნოს თქვენი კონფიდენციალურობა ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემების დაცვას. ჩვენი ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. მიზნები, რისთვისაც ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არის: ჩვენი სერვისის გაუმჯობესება, ამ ვებსაიტის ვიზიტორებთან კომუნიკაცია, მომხმარებლის მონაცემების დამუშავება ონლაინ გაყიდვების მიზნით, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა, ვებსაიტის სპეციფიკასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა ქმედებების განხორციელება, რომლებიც გაწეული ან გასაწევი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.
ვინვართჩვენ:
ჩვენ ვართ პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი - შპს „ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა“ (ს/ნ: 447000584), ტელ: +995322242400.
მონაცემთასუბიექტი:
ვებსაიტის ნებისმიერი მომხმარებელი.
პერსონალურიმონაცემებისშენახვადადამუშავება
თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების საფუძველს/მიზანს წარმადგენს თქვენივე მოთხოვნის შესაბამისად გარიგების დადება, თქვენთვის მომსახურების გაწევა, თქვენს მიმართ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება. ჩვენი ვებსაიტის საშუალებით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხდება თქვენთვის მომსახურების გასაწევად (ვებსაიტის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და მის გასაუმჯობესებლად) ან თქვენი თავისუფალი თანხმობის საფუძველზე. ვებსაიტმა შეიძლება დაამუშაოს თქვენი შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია, ქონების დეტალები (ოთახის დეტალები), გამოყენების მონაცემები, ქუქი ფაილები. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოწოდებისგან თუ არ შეიყვანთ ამ მონაცემებს ჩვენს ვებსაიტზე არსებულ ფორმებსა თუ ველებში და არ გამოიყენებთ არსებულ პერსონალიზებულ მომსახურებებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენთან საკომუნიკაციო სხვა ფორმა, რაც შეიძლება იყოს პირდაპირი ვიზიტი, სატელეფონო კავშირი ან საინფორმაციო მეილი. თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემთაშენახვა, შეცვლადაწაშლა
მომხმარებელს, რომელმაც https://gph.ge-ს მიაწოდა თავისი პერსონალური მონაცემები, აქვს მათი შეცვლისა და წაშლის მოთხოვნის უფლება, ასევე, უფლება გააუქმოს შეთანხმება მონაცემთა დამუშავებაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება ჩვენს ვებსაიტზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, თქვენივე მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმების/ანგარიშის დეაქტივაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე განხორციელდება თქვენი მონაცემების წაშლა.
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა/გაზიარება შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერვისის პროვაიდერებთან: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს - სერვისის პროვაიდერებს, რათა დაგვეხმარონ ვებსაიტის მუშაობაში და გაუმჯობესებაში.
ბ) სამართლებრივი მოთხოვნებისთვის: თუ ამას მოითხოვს კანონი ან ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, მათი კანონიერი მოთხოვნის პასუხად.
გ) თქვენი თანხმობით: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მხარეებს თქვენი თანხმობით.
ვიზიტისტექნიკურიმონაცემებისდამუშავება
თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერატიული სისტემის და სხვა ტექნიკური ინფორმაციის ჩანაწერებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს თქვენი https://gph.ge-ზე შესვლისას.
ქუქიფაილებისდამუშავება
ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს ვებსაიტის შინაარსის სწორად ჩვენებისთვის და https://gph.ge-ს დათვალიერების მოხერხებულობისთვის. ეს არის პატარა ფაილები, რომლებიც ინახება თქვენ მოწყობილობაზე. ისინი ეხმარებიან ვებსაიტს დაიმახსოვროს თქვენ შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, რომელ ენაზე იყენებთ ვებსაიტს და რომელი გვერდები გაქვთ უკვე გახსნილი. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება მომდევნო ვიზიტის დროს. ქუქი ფაილების წყალობით, ვებსაიტის დათვალიერება ბევრად უფრო მოსახერხებელი ხდება. თქვენ თავად შეგიძლიათ დააყენოთ ქუქი ფაილების მიღება და დაბლოკვა თქვენ ბრაუზერში. ქუქი ფაილების მიღების შეუძლებლობამ შეიძლება შეაფერხოს ვებსაიტის ფუნქციონირება.
პერსონალურიმონაცემებისდამუშავებასხვასერვისებისმიერ
ეს ვებსაიტი იყენებს მესამე მხარის ონლაინ სერვისებს, რომლებიც ახორციელებენ მონაცემთა შეგროვებას ჩვენგან დამოუკიდებლად. ამ სერვისების მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს ამ ორგანიზაციების სხვა სერვისებს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ მონაცემები საკუთარი სარეკლამო ქსელის სარეკლამო პერსონალიზაციისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა შეთანხმებებს მათ ვებსაიტებზე. ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ მათ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე. ჩვენ არ გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს სხვა ორგანიზაციებს ან სერვისებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. გამონაკლისის სახით, შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს იმ სახელმწიფო ორგანოებს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ასეთი ინფორმაცია.
ბმულებისხვავებსაიტებზე
ჩვენი ვებსაიტი https://gph.ge შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ ვებსაიტების შინაარსზე. ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ ყველა ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვიეთ, თუ ასეთი პოლიტიკა არსებობს.
მონაცემთაუსაფრთხოება
ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება, შესაბამისად აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპიუტერი, რომლითაც სარგებლობთ შესაფერისად დაცული უნდა იყოს საშიში პროგრამებისგან და კომპიუტერული ვირუსებისგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეს ნაწილი კი უკვე თქვენი პასუხისმგებლობაა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს:
ა) ლოგირება - აღნიშნული უსაფრთხიოების ტექნიკური ზომის საშუალებით აღვრიცხავთ თქვენ მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებას და ინტერაქციას ჩვენ სისტემაში.
ბ) როლებზე დაფუძნებული წვდომა - თქვენ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს, კომპეტენციის შესაბმისად.
გ) მონაცემთა მინიმიზაცია - ჩვენ ვაგრივებთ და ვინახავთ მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რაც აუცილებელია იმასათვის, რომ შემოგთავაზოთ ჩვენი სერვისი.
დ) Firewalls - ჩვენ ვიყენებთ მოწინავე Firewall ტექნოლოგიებს, რათა შევქმნათ ბარიერი ჩვენ შიდა ქსელებსა და შესაძლო გარე საფრთხეებს შორის. Firewall-ები ხელს უშლის არაავტორიზებულ წვდომასა და კიბერშეტევებს.
თქვენიუფლებები
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
• მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
• მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
• განახორციელოთ წვდომა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება/შევსება.
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ან განადგურება.
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა.
• გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე.
• გასაჩივრების უფლება:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი (მონაცემთა სუბიექტის) უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების ჩვენ მიერ დარღვევის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ აღნიშნულის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თქვენი განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.
ცვლილებებისშეტანაკონფიდენციალურობისპოლიტიკაში
დროდადრო, შესაძლოა განახლდეს ჩვენი ვებსაიტის https://gph.ge კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ ვახდენთ ინფორმირებას ნებისმიერ ცვლილებაზე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ამ ვებსაიტზე გამოქვეყნებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზედა ნაწილში "ამოქმედების თარიღის" განახლებით. ჩვენ ვაკვირდებით ნებისმიერ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემებს საქართველოში.
გამოხმაურებადასაბოლოოპუნქტები
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი ვებსაიტის ადმინისტრაციას ნომერზე: +995322242400. თუ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ ვერ ისარგებლებთ https://gph.ge-ის მომსახურებით. ამ შემთხვევაში თქვენ თავი უნდა აარიდოთ ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტს, თქვენივე ინტერესების დასაცავად, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული.
ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი“, ტელ: 577 20 87 87.