შეხვედრები

საქმიანი შეხვედრები და კონფერენციები

საქმიანი შეხვედრების ორგანიზება ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია. ჩვენ დახმარებას ვუწევთ შეხვედრების დაგეგმვაში, ვუზრუნველყობთ ღონისძიების წარმატებას. ჯამში 7 შეხვედრების ოთახი სრულიად აღჭურვილია მულტიმედია ტექნოლოგიებით, ხმისა და განათების თანამედროვე სისტემებით, ასევე დაშვებულია უკაბელო და კაბელიან ინტერნეტთან წვდომა. სასტუმროს გააჩნია ბუნებრივი დღის განათების მქონე ღონისძიების დარბაზების ფართო არჩევანი, ჩვენ აქ ვართ, რათა ყველაფერი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მოვაწყოთ, თითოეული დეტალის გათვალისწინებით, მცირე სემინარები სხვადასხვა განლაგებითა და დარბაზის გადაწყობის შესაძლებლობით. 

გრანდიოზული საქორწინო წვეულებები

უკვე დაგეგმეთ გრანდიოზული ქორწილი თქვენს მომავალ მეორე ნახევართან ერთად? ეს სამახსოვრო დღე თავისუფლად შეგიძლიათ მოგვანდოთ. ჩვენ დავგეგმავთ თქვენს წვეულებას. ვეცდებით ის საოცნებო სურვილები აგისრულოთ რაც დიდი ხანია ჩაფიქრებული გაქვთ. ცერემონიის ყველა დეტალს თქვენთან ერთად გავივლით და განვიხილავთ. დეკორატიული განათებები, განსაკუთრებული და სათუთი ყვავილების დეკორაცია, ეს ხომ ყველა საქორწილო ცერემონიის უმნიშვნელოვანესი დეტალია, ჩვენ მოვაწყობთ და გავალამაზებთ თქვენთვის დიზაინს. ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი ის ადგილია სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აივსებით. გსურთ ჩვენთან დასვენება. დაიმახსოვრეთ - ბევრი სასიამოვნო შთაბეჭდილებით აივსებით!

საქორწინო ცერემონიების საუკეთესო ლოკაცია

ოდესმე გიოცნებიათ ჯადოსნურ ქორწილზე ზღვის სანაპიროსთან ახლოს ან ღია ტერასაზე თვალწარმტაც დეკორაციებთან ერთად? ან ოდესმე გიფიქრიათ ისეთ საოცნებო ბაღზე, რომელიც სწორედ მხოლოდ ზღაპრებშია? საკმარისია მხოლოდ დაგვიკავშირდეთ და თარიღების შესახებ მოგვახსენოთ. თქვენ ნამდვილად გაგაოცებთ ის, რასაც ჩვენ შემოგთავაზებთ. თქვენ მიიღებთ სრულ საორგანიზაციო მომსახურებას. თქვენი განსაკუთრებული დღე სანდო ხელშია!. ჩვენ თქვენს ოცნებებს რეალობად ვაქცევთ!

განსაკუთრებული თარიღები - ქორწინების წლისთავი

აპირებთ აღნიშნოთ თქვენს მეორე ნახევართან ერთობლივი ბედნიერი ცხოვრების წლისთავი? ჩვენ დიდი ყურადღებით დავგეგმავთ თქვენს წვეულებას. თქვენ დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც ნამდვილად ღირს ერთი სრული დღის გატარებად ჩვენთან ერთად. მენიუ და თქვენს გემოვნებაზე მორგებული დღის წესრიგი ჩვენი მთავარი მიზანია. დაიმახსოვრეთ - ბევრ სასიამოვნო შთაბეჭდილებას მიიღებთ!

სასკოლო ბანკეტები

 მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ სხვადასხვა სასკოლო წრეების, მათ შორის სპორტული, მუსიკალური, სკოლების ბანკეტებს, რომლებიც მრავალი ახალგაზრდა ადამიანის მიღწევებს ზეიმობენ. დამატებით, ბევრი ადგილობრივი საჯარო სკოლა, კოლეჯი, ტექნიკური და პროფესიული სასწავლებელი აღნიშნავს სკოლის დამთავრებას ჩვენთან ერთად.

სკოლის საბანკეტო მომსახურების უპირატესობები მოიცავს:

  • ბუფეტ მენიუ, რომელიც სპეციალურადაა შედგენილი თქვენი გემოვნების შესაბამისად
  • ღონისძიებისათვის საჭირო ყველა რეკვიზიტი: პოდიუმი, მიკროფონი, ეკრანი, სცენა, დაჯილდოვების მაგიდა 
  • მაგიდების გადაადგილების/განლაგების კოორდინატორის მომსახურება
  • გვიანი საუზმისა და ვახშმის მენიუ
  • ბარის მომსახურება სურვილის შემთხვევაში
  • ღონისძიებისათვის საჭირო ყველა რეკვიზიტი

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995322242400

sales@gph.ge