ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი ექსკლუზიურად გთავაზობთ სპა მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც შეესაბამება სტუმრების საჭიროებებს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის პროცედურების სახით. ულამაზესი დეკორი და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოფს თქვენს სრულყოფილ განტვირთვას. ჩვენი თანამედროვე სპა ცენტრი გთავაზობთ სამკურნალო პროცედურებს, სხეულისა და სახის მაღალი დონის თერაპიების ფართო არჩევანს. აქ ყველაფერია რაც თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისთვის გესაჭიროებათ. თქვენი დასვენება სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც გვიკავშირდებით და ჩვენც თავდაჯერებით ვასრულებთ ჩვენს დაპირებას, შეგიქმნათ არაჩვეულებრივი და სასიამოვნო დასვენების დღეები. სასტუმროს მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე გამოარჩევს მას თავისი უნიკალური მიკრო კლიმატით, რაც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. სასტუმრო სთავაზობს მშვიდ და მყუდრო გარემოს სპეციალურად იმ სტუმრებს, რომლებიც გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებებისა და რესპირატორული პრობლემების მატარებელნი არიან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ყოვლისმომცველი ცოდნა და მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის დაუვიწყარი დასვენებას, ჩვენი მოვალეობაა სწორად და პერსონალურად თქვენზე მორგებული დასვენების პაკეტი შეგირჩიოთ, რათა აქ თავი ბედნიერად და უფრო ჯანსაღად იგრძნოთ.