ჩვენი სხეული გამუდმებით საჭიროებს ჩვნს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ვისწავლეთ ჩვენ მასთან საუბარი, რათა გავარკვიოთ და გამოვავლინოთ თუ რა სჭირდება მას. სასტუმრო ჯორჯია პალასის სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრში კონსულტაციას გაივლით თქვენს პერსონალურ ექიმ დიეტოლოგთან, რათა შეიქმნას დიეტა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებს და ამავდროულად ინარჩუნებს ჩვენს უპირველეს პრიორიტეტს - თქვენს ჯანმრთელობას. ამის შემდგომ შემუშავდება ისეთი პროგრამა, რომელიც უნაკლოდ შეეფერება თქვენი სხეულის განწმენდას, გაძლიერებას, განტვირთვასა და მისი სილამაზის მდგრადად შენარჩუნებას. აღნიშნული პროგრამა თქვენს მიერ სასტუმროს დატოვების შემდგომაც გრძელდება, დიეტის შენარჩუნებით, რათა კიდევ უფრო გაზარდოთ შედეგები. ჩვენ თქვენ ყველა საჭირო რესურსით გამარაგებთ, საჭირო და შესაბამის დროს. საუკეთესო ვარჯიშების, მკურნალობის და განტვირთვის ღრმა გამოცდილებებით, თქვენ დაუბრუნდებით გაუმჯობესებულ და ნამდვილ საკუთარ თავს. აღნიშნული პროგრამით გათვალისიწნებული განთავსების პაკეტები მუშავდება 3-დან 7 დღემდე და ასევე მოიცავს წვდომას სპაზე.