Georgia Palace Hotel & SPA – ფუფუნება შავი ზღვის პირას

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი პირველი ქართული ხუთ ვარსკვლავიანი საკურორტო ბრენდია, რომელიც საქართველოში, სტუმართმასპინძლობის ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. დასვენება, ფიტნესი, სპორტული აქტივობები და გართობა იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ჯორჯია პალასი გთავაზობთ. მთავარი უპირატესობა, რომლითაც სასტუმრო გამოირჩევა არის ოჯახური სულისკვეთება და სტუმრებისადმი მეგობრული განწყობა. ეს არის ადგილი, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. აღსანიშნავია ლოკაცია, ქობულეთი იმ მოწინავე კურორტებს შორისაა, რომლებსაც რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის გაჯანსაღებისთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სტუმრობენ. თბილი, ტენიანი კლიმატითა და უნიკალური გარემოპირობებით, ქალაქი სრულყოფილ საკურორტო ზონას წარმოადგენს დასვენებისთვისა და ისეთი ბუნებრივი თერაპიებისთვის, როგორიც ჰელიოთერაპია, ჰიდროთერაპია და აეროთერაპიაა.


შეიგრძენი ფუფუნება ყოველ დღე

გაიცანით ჩვენი გალერეა